საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელი რთველის მიმდინარეობის შესახებ, ქვეყნის პირველმა პირმა ინფორმაცია პირადად გოდერძიშვილებისგან მიიღო.
დღესვე, სააკაშვილი წნორში მჭედლიშვილების ოჯახსაც სტუმრობდა, სადაც რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა.
მან იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
ერთ-ერთი პროექტი წნორისა და სიღნაღის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის მშნებლობას უკავშირდება. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სახელმწიფო წყლის მაგისტრალური სისტემისა და შიდა გზების პრობლემას მოაგვარებს.
პრეზიდენტი დღეს თიანეთშიც იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო ცენტრში „ჯეო ჰოსპიტალი" დაზღვეულთა მომსახურების ხარისხითა და პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. მან კლინიკა დაათვალიერა და სამედიცინო ცენტრში დაბადებული ახალშობილი მოინახულა.
