ცესკო-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა
ცესკო-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა
15:26 30.09.2012
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, სადამკვირვებლო მისიებსა და არჩევნებისთვის მზადყოფნის ხარისხს.

ცესკო-ში იმ შეზღუდვებზეც ისაუბრეს, რომელიც არჩევნების დღესაა დაწესებული.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შხვედრის შემდეგ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც ხვალ მედიის წარმომადგენლები იმუშავებენ.

„ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, რომლის დროსაც ქართველი ხალხი შეძლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთებას, რითიც კმაყოფილი იქნება“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.

ბეჭდვა