ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში მედია ცენტრი იმუშავებს
ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში მედია ცენტრი იმუშავებს
15:09 30.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მედია ცენტრი ხვალ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ შენობაში იმუშავებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, მედია ცენტრი „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მდებარე შენობაში განთავსდება.

მისი თქმით, მედია ცენტრი ხვალ დილის 07:00 საათიდან 2 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე იმუშავებს და არ დაიკეტება.

„მედია ცენტრში ბრიფინგებს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ჩავატარებთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ის ოფისში დილის 09:30 საათიდან იქნება და განცხადებები ინფორმაციის ინტენსივობიდან გამომდინარე გაკეთდება.

ბეჭდვა