მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ცესკო-ში რეგისტრაცია 111 ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა.
კერძოდ, არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს 50 ადგილობრივი და 61 უცხოური ორგანიზაცია, მათ შორის - აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი”(IFES), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, „ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია“.
ასევე, დაკვირვებას განახორციელებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები.
რაც შეეხება ქართველ დამკვირვებლებს, რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან - ,,ამომრჩეველთა ლიგა”, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” და სხვა.
საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტაცია გაიარა 138 ქართულმა და უცხოურმა მედიასაშუალებამ.
