ცენტარლური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნების წინა დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით, ხოლო დღის ბოლომდე უბნებს ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიები გადაეცემათ.
აზარაშვილის თქმით, მედიაცენტრი არჩევნების დღეს 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, ასევე, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული ცხელი ხაზიც.
ცესკო-ში უკვე დასრულდა შეხვედრა 15 ქვეყნის წარმომადგენლეთან. ამ დროისთვის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წამრმომადგენლებთან მიმდინარეობს. მათ ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
