არჩევნების დღეს ჟურნალისტთა დასახმარებლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „მედია რუმს“ გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, „მედია რუმი“, სადაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობისთვის ყველა პირობა შეიქმნება,დილის 9-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს.
იქვე „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე განცხადებებს გააკეთებს.
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, პარტიის მიზანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებაა.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს, რისთვისაც აუცილებელია ჟურნალისტებს არჩევნების სრულყოფილი გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
არჩევნების დღის 20:00 საათის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
