საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი
11:35 30.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ, სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლის მოგელი ტოლიაშვილის დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

სამინისტროს განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედება ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაცია და სიტუაციის დაძაბვის მცდელობა.


ბეჭდვა