"ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას აპირებს
"ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას აპირებს
16:59 05.03.2012
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული პოლიტიკური პარტიებისთვის პუტინის რეჟიმი მიუღებელია. ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ყველასათვის მოსალოდნელი იყო და ახალი არაფერი მომხდარა.
"საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, რადგან არც პუტინის და არც სააკაშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს ურთიერთობების დარეგულირებისთვის. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვა, ყველა ნახავთ, როგორ დარეგულირდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა მან.
რა გეგმები აქვს კოალიციაში შემავალ ძალებს ამ მიმართულებით, ზურაბიშვილი ამაზე ჯერ არ საუბრობს.





ბეჭდვა