კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციაზე
საქართველოში არსებულ კონფლიქტებსაც შეეხო.
როგორც მან აღნიშნა, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს, რასაც არავითარი გამართლება არა აქვს.
„ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ. მაგრამ ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ქართველები ვეფხისა და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ - ჩვენ სამძიმარს ვეტყვით აფხაზ და ოს დედებს, მოვნახავთ ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ვიზრუნებთ“-აღნიშნა ივანიშვილმა.
