საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში მთავრობის წინააღმდეგ რუსული მეთოდებით იბრძვიან.
ამის შესახებ მან ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობასთან ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ვერანაირი ფული, შანტაჟი, ემოციებზე თამაში საქართველოს მთავარ უფლებაზე ხელს ვერ ააღებინებს - ჰქონდეს მომავალი, გათავისუფლდეს სიღარიბისგან, გაჭირვებისგან და წავიდეს ევროპისკენ.
„მე ვიცი, რატომ არ ვუყვარვარ ძველი ელიტის წარმომადგენლებს. რადგან ჩვენ მათ ჩამოვართვით პროვილეგიები, იმ ხალხს, ვისაც არასოდეს არ აღელვებდა არც პოლიცისს და არც ციხეებში არსებული მდგომარეობა, კორუფცია და სხვა. რადგან თვითონ მონაწილოებდნენ ამაში. თქვენ რა, არ გახსოვთ როგორ აუთოვებდნენ აქ ხალხს?“- განაცხდა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერ ამას ეგუებოდა, დღეს მორალს კითხულობს.
მისივე თქმით, ისინი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ, იმისათვის რომ ეს მთავრობა მოიშორონ.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მათ პრივილეგიები ჩამოერთვათ და ხალხზე გადანაწილდა. პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხალხმა არ უნდა მისცეს მათ საშუალება, რომ პრივილეგიები ისევ წაართვან.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ოპონენტებს შეუძლიათ თბილისის ცენტრალური მოედნის გავსება, მაგრამ როცა ლოზუნგი არის საქართველოს წარსულში დაბრუნებაა, ჩვენ საპასუხოდ გავავსებთ ყველა მოედანს, ყველა ქალაქს, ყველა ქუჩას და ვეტყვით, რომ ვერ დაგვაბრუნებთ წარსულში. ვერ მიიღებთ! საქართველო ივლის წინ და ჩვენ არასოდეს აღარ გავხდებით ვიღაცის მონები“- განაცხადა სააკაშვილმა.
