თავისუფლების მოედანზე გამართულ დასკვნით აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარისკაცებს და პოლიციელებს მიმართა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმისთვის მოდის, რათა არც ერთ მოქალაქეს, მით უფრო, სახელმწიფოსთვის თავდადებულ ჯარისკაცსა და პოლიციელს დამსახურება არ დაეკარგოს.
„ოფიცერი თუ ჯარისკაცი ის ადამიანია, რომელიც მზადაა სიცოცხლე გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ისინი თავს სწირავენ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყნის გადასარჩენად. ამაზე მეტი კეთილშობილება რა უნდა იყოს“-აღნიშნა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს მიმართა, არასოდეს დაივიწყონ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას ემსახურებიან და არა რომელიმე ხელისუფლებას.
ივანიშვილმა ასევე პოლიციელებსაც მიმართა.
„თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავთ საქართველოს - სახელმწიფოს და არა ამ ბინძურ ბანდას, სააკაშვილის ხელისუფლება რომ ჰქვია“-აღნიშნა მან და უკანონო ბრძანებების შესრულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
