კახი კავსაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება
კახი კავსაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება
18:49 29.09.2012
ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბდება და საზოგადოებაში არსებული განწყობა არჩევნების  შედეგებზე რეალურად აისახება. ამის შესახებ კავსაძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ომი არ არის და ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა სცეს.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ გავრცელებულ კომპრომატებს, მან აღნიშნა, რომ კომპრომატები მთელ მსოფლიოში გამოიყენება წინასაარჩევნოდ, თუმცა, ბოლოს ყველაფერი ცივილიზებულ სახეს უნდა იღებდეს.

მისი თქმით, მან დღეს „ქართული ოცნების“ აქციაში იმის გამო მიიღო მონაწილეობა, რომ საქართველოს საზოგადოება დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

ბეჭდვა