თინა ხიდაშელი - თბილისის აქცია თავისუფლების ზეიმი იყო
თინა ხიდაშელი - თბილისის აქცია თავისუფლების ზეიმი იყო
18:38 29.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს რაიონში თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კოალიციის თბილისის დღევანდელი აქცია თავისუფლების ზეიმი იყო.

მისი თქმით, აღნიშნული შეკრება უნდა იყოს ნიშანი მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ხალხის ხმის მიტაცებას შეძლებს.

ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი შეკრება იყო რადიკალურად განსხვავებული „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი შეკრებისაგან, რადგან გუშინ ხალხი „კამერებს ემალებოდნენ და სახეს მალავდნენ“.

ბეჭდვა