მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში მოსახლეობას სიტყვით მიმართა
მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში მოსახლეობას სიტყვით მიმართა
18:34 29.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში მისახლეობას შეხვდა. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოზურგეთში ღირსეული პიროვნებები შეიკრიბნენ „ხოლო მათ ვინც ითვლის და ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს თავისუფლების დამცველები დააშინა, თვალები ფართოდ უნდა გაახილონ“.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა ოზურგეთის მოედანს უნდა გადახედონ და მიხვდნენ, რომ იქ მათზე მეტი ხალხი შეიკრიბა.

„ჩვენ ბევრად მეტნი ვართ იმ ხალხზე, ვინც არც კი უფიქრდება მთავარ რაღაცას - თუ რა წყდება დღეს საქართველოში. ასეთი არჩევანი ჩვენ არ გვქონია ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში. ახლოს ვართ მიზანთან - დავბუნდეთ ევროპაში, გავთავისუფლდეთ წარსულის მარწუხებისგან“- განაცხადა სააკაშვილმა.

მან გუშინ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც თბილისში ოდესმე გამართულა.

„ჩვენ სპეციალურად, ბევრი ხალხი არ წავიყვანეთ, რადგან მე მინდოდა თქვენთან ჩამოსვლა“- აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ევროპული გზით სიარულს, მომავალ წელს იქნება ქართული პასპორტებით უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და საქართველო ნატო-ს გაფართოებისთვის რეალუტრი კანდიდატურა იქნება.

„მეორე პერსპექტივა ეს არის მუხლებზე დაჩოქილი მივუხოხდეთ ჩვენ მტერს, დავთანხმდეთ ჩვენი ტერიტორიების დაკანონებზე, ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირი კარგია და ვიცხოვროთ იმ წესებთ, რომლითაც ცხოვრობს ჩვენი დამყრობელი“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 2 დღეში გადაწყდება უნდა თუ არა საზოგადოებას იყოს თავისუფალი, იცხოვროს უკეთესად, წავიდეს წინ თუ წარსულში დაბრუნდეს.

„ამას გადაწყვეტენ არა ლიდერები და რუსული ტანკები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაჯლიგინებენ, არამედ თითოეული თქვენგანი“- აღნიშნა მან.

ბეჭდვა