კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ თბილისის
დღევანდელმა აქციამ ნათლად წარმოაჩინა, რომ დედაქალაში არჩევნები კოალიციას მოგებული აქვს.
„თბილისი პირწმინდად მოგებულია. თვალუწვდენელი ნაკადი მოდიოდა ხალხის და ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ისტორიაში ამდენი ადამიანი არასდროს შეკრებილა“-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისი თქმით, კოალიციის დღევანდელ აქციაზე არსებული განწყობა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე, სადაც ხალხი მისი თქმით, ვიდეოკამერებს ემალებოდა.
„დღეს ასეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და რომ გეკითხათ მათთვის ყველა გეტყოდა, რომ ხვალინდელი საქართველოსთვის გამოვიდნენ“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა და არჩევნებამდე დარჩენილი ორი დღის განმავლობაში საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ხალხის გამოწვევას ცდილობს.
