კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის აქცია დასრულდა. როგორც აქციის დასასრულს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
განაცხადა, ის, რაც დღეს მოხდა იყო სასწაული, რადგან ამდენი ხალხი ერთად არასდროს მდგარა.
„ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ და დაგვრჩა მხოლოდ ამ გამარჯვების გაფორმება, რაც 1 ოქტომბერს უნდა მოხდეს. დღეს ჭეშმარიტი დღესასწაულ გვაქვს“-განაცხადა ივანიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, კოალიციის ყველა წევრს და მთავარ გუნდს, რომელიც მისი შფასებით, ღირსეული გუნდია, რომელიც ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ შექმნის ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლების პრეცენდენტს.
ივანიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ კონსულტანტებს, რომლებმაც მისი თქმით, საჭირო რჩევები მისცეს.
აქციის დასასრულს რამდნეიმე სიმღერა შეასრულა რეპერმა ბერა ივანიშვილმა. ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი იშლება.
„ქართული ოცნების“ აქცია უკვე ქუთაისშიც დასრულებულია.
