კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეამაყება, რომ ერთი წინასაარჩევნო დაპირება უკვე შეასრულა, რადგან „დღეს მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა“. მისივე განმარტებით, კოალიციის ყველა დაპირება ამის მსგავსად შესრულდება.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, დადგა დღე, როდესაც ხალხი ახალ ხელისუფლებას ირჩევს.
„დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე“-აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა. აქციის მონაწილეებით თავისუფლების მოედანი მთლიანად სავსეა, ხალხის ნაკადით სავსეა პუშკინის სკვერისა და ქუჩის ტერიტორია, ასევე რუსთავალის გამზირის ნაწილი.
