სპორტის სასახლიდან მსვლელობა უკვე თავისუფლების მოედანზეა
სპორტის სასახლიდან მსვლელობა უკვე თავისუფლების მოედანზეა
16:06 29.09.2012
სპორტის სასახლიდან დაძრული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქტივისტებს შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედნისკენ მხარდამჭერები თბილისის სხვადასხვა უბნებიდანაც მიემართებიან.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, დღეს იმართება ამომრჩეველთან ბოლო შეხვდრა რომელსაც „ქართული ოცნება“ მართავს.

„ქართული ოცნების“ აქცია თბილისის პარალელურად, ქუთაისშიც მიმდინარეობს. აქციაზე ჯერ არ მისულა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება.

ბეჭდვა