ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვაკის პარკიდან და სპორტის სასახლიდან დაძრული „ქართული ოცნების“
მხარდამჭერები გაერთიანდნენ.
ისინი თავისუფლების მოედნისკენ მელიქიშვილის გამზირის გავლით მიემართებიან, სადაც ამ დროისთვის ხალხის სიმრავლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრობა შეფერხებულია.
მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სასულიერო პირები მიუძღვებიან.
მათ გადაადგილებას „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არეგულირებენ.
მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე 16.00 საათზე დაგეგმილ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
