საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს.
„დღეს იმედნი უნდა ვიყოთ, რომ არჩევნების გაყალბება თავში აზრად არავის მოუვიდეს“ - განაცხადა ხიდაშელმა. იგი „ქართული ოცნების“ სპორტის სასახლესთან შეკრებილ მხარდამჭერთა ნაკადთან ერთად მიემართება თავისუფლების მოედნისკენ.
რაც შეეხება შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ხიდაშელი უცენზურო სიტყვებითაა მოხსენიებული, ხიდაშელი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
