სპორტის სასახლიდან „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო
სპორტის სასახლიდან „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო
15:16 29.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ უკვე დაიძრვნენ.

მას ლიდერებიდან, „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, გლანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი, კახა შარტავა, ლევან ბერძენიშვილი და სხვები მიუძღვებიან.

როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, ის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებთ. დღეს ხელისუფლებას დავანახებთ ჩვენს ძალას და არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადყოფნას. 1 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ მიემართება, სადაც 16:00 საათზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნითი აქცია გაიმართება.


ბეჭდვა