„დინამო“ სტადიონიდან „ქართული ოცნების“ მხადმჭერების მსვლელობა უკვე დაიწყო
„დინამო“ სტადიონიდან „ქართული ოცნების“ მხადმჭერების მსვლელობა უკვე დაიწყო
15:06 29.09.2012
„დინამო არენასთან“ შეკრებილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებმა მსველობა უკვე დაიწყეს. დიდუბიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას კოალციის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატები მიუძღვენიან.

როგორც დეპუტატობის კანდიდტმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, დღევანდელი აქციიდან მოლოდინი პოზიტიურია.

„რაც ყველაზე ძალიან მახარებს არის ის, რომ გამოსულია უამრავი ახალაგზრდა, მოსწავლეები და სტუდენტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ გუშინდელ შეკრებას, მიუხედავად ოპონირებისა, ჩვენ ყველას მხარს ვუჭრთ, ისინიც ჩვენი მისახედები იქნებიან. რაც შეეხება სააკაშვილს და მის ბინძურ პოლიტიკას, ის უკვე დაკნინებულია“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დიდუბისა და ჩუღურეთის კოლონას გზაში მსვლელობით ნაძალადევის რაიონიდან თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მხარდამჭერები შეუერთებიან. ყველა ერთად კი, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვით აქციას შეუერთდება.

ბეჭდვა