საპარლამენტო ოპოზიცია ქიმერიძის საკითხზე მსჯელობას კომიტეტში ითხოვს
საპარლამენტო ოპოზიცია ქიმერიძის საკითხზე მსჯელობას კომიტეტში ითხოვს
16:33 05.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში საპარლამენტო კომიტეტის ჩართვას ითხოვს.  აღნიშნული განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელს დააფარებს.
"პარლამენტი სირაქლემას პოზაში ვერ ჩადგება და გვერდს ვერ აუვლის იმ საკითხს, რაც რამდენიმე დღის წინ ხაშურის პოლიციაში მოხდა," – აღნიშნა ვეფხვაძემ და საკითხის გარკვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ჩართვა მოითხოვა.
ვეფხვაძე ითხოვს, კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირებიც მოიწვიონ.
მისივე განცხადებით, თუ მოქალაქის სიკვდილში სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომას აქვს ადგილი, დამნაშავეც უნდა დაისაჯოს.
სოლომონ ქიმერიძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, იგი პოლიციის შენობაში, კიბის მოაჯირიდან გადავარდა.


ბეჭდვა