ჯაჭვლიანის თქმით, ახლა მთავარია საზოგადოება არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს
ჯაჭვლიანის თქმით, ახლა მთავარია საზოგადოება არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს
14:38 29.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაანახებს „ნაციონალურ  მოძრაობას, თუ როგორი მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართება „თავისუფლების მოედანზე“.

ამის შესახებ ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს სპორტის სასახლესთან განუცხადა.

მისივე თქმით, გლდანისა და საბურთალოს რაიონის აქტივისტები დღეს იმედნად ბევრნი იქნებიან, რომ ორ სტადიონს გაავსებენ.

„დღეს დავანახებთ ხელისუფლებას თუ რამდენი ვიქნებით. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ამ ორი დღის განმავლობაში და მშვიდად და გონივრულად მივიდეთ არჩევნებამდე, რის შემდეგაც მივიღებთ თავისუფალ საქართველოს“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ გლდანისა და საბურთალოს რაიონის აქტივისტები სპორტის სასახლესთან არიან შეკრებილები. ისინი ვაკის კოლონას ელოდებიან, რის შემდეგაც თავისუფლების მოედნისკენ ფეხით მსვლელობა გაიწყება. თავისუფლების მოედანზე კი, „ქართული ოცნების“ აქცია 16:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა