საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველმა რამაზ ლურსმანაშვილმა თანამდებობა დატოვა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.
როგორც ლურსმანაშვილი აცხადებს, სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ციხეში პატიმართა წამების შესახებ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მიიღო.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, როდესაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა ეს საზარალი კადრები. ამ ყველაფერმა ჩემში დიდი აღშფოთება გამოიწვია, თავს ვეღარ ვიკავებდი“- აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა.
ლურსმანაშვილის თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აპატარის თანამშრომლების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მომხრეა, მაგრამ მათ ამის ხმამაღლა თქმის საშუალება არ აქვთ და გამბედაობა არ ყოფნით.
მან ყოფილ თანამშრომლებს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ლუსმანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაც შეაფასა და განაცხადა, რომ გუშინდელი დღე მმართველი პარტიის გამოსათხოვარი საღამო იყო.
