გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბური იქნება
გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბური იქნება
14:15 29.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი აქცია საქართველოს  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება.

როგორც გიორგი გაჩეჩილაძემ ვაკის პარკთან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ აქციაზე ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების სურვილი დაფიქსირდება.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დინამო არენა“ ვერ შეავსო და 29 ათას კაცზე მეტი ვერ მიიყვანა. დღეს მარტო ვაკის რაიონიდან 30 ათასი კაცი იქნება“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მთავარ გზავნილებს დღეს ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავად გააკეთებს.

ამ დროისთვის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა იკრიბება. ისინი ფეხით მსვლელობით თავისუფლების მოედნიკსენ დაიძვრებიან და 16.00 საათისთვის დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.


ბეჭდვა