„დინამო არენასთან” „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან
„დინამო არენასთან” „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან
14:03 29.09.2012
“დინამო არენასთან” საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ მხარდამჭერები იკრიბებიან.

ისინი შეკრების ადგილზე „ქართული ოცნების“ მაისურებითა და დროშებით მოდიან და სკანდირებენ - „საქართველო“.

დინამოსთან შეკრებილებს ავტომობილები სიგნალებით ესალმებიან. ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან, სადაც მათ ავლაბრიდან და ვაკის პარკიდან მიმავალი მოქალაქეთა ჯგუფები შეუერთდება.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი აქცია შემაჯამებელია და ის კოალიციის ლიდერების თქმით, საზეიმო იქნება.





ბეჭდვა