საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით სოციალურ ქსელ youtube.com-ზე ახალი აუდიო ჩანაწერები გავრცელდა.
აუდიო ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ.
კერძოდ, სხვადასხვა აუდიო ჩანაწერში ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელზე, თედო ჯაფარიძეზე და ცოტნე ბაკურიაზე, კახა ბექაურისა და ირაკლი ტრიპოლსკის შესახებ საუბრობს.
ერთ-ერთ ჩანაწერში ღარიბაშვილი გია ხუხაშვილზე საუბრობს. გავრცელდა ასევე, ჩანაწერი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ზაქარია ქუცნაშვილზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთზე უცენზურო სიტყვებით საუბრობენ. ისმის გინებაც.
იხილეთ ჩანაწერები
