საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი აცხადებს, რომ ის ვინც საპარლამენტო არჩევნებში ხმას „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“ მისცემს ხმას სისხლიანი რეჟიმის გახანგრძლივებას აძლევს.
ამის შესახებ მოლაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, სატელევიზიო ჩართვის დროს განაცხადა.
„ის ვინც არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას მისცემს, ის მისცემს ხმას იმას, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, ჩვენი თანამებძოლები, ჩვენი მეგობრები ცალ-ცალკე, ნელ-ნელა იხოცებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ციხის შიგნით თუ გარეთ, თუმცა ეს ერთი და იგივე სისტემაა“-განაცხა მოლაშვილმა.
სულხან მოლაშვილმა პატიმრობის დროს მის მიმართ განხორციელებულ წამებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პატიმრობის პირველივე დღეს აწამეს.
წამებაში მან ბოკერია, ადეიშვილი და გრიგალაშვილი დაადანაშაულა.
