სულხან მოლაშვილი მის წამებაში ბოკერიას, ადეიშვილსა და გრიგალაშვილს ადანაშაულებს
სულხან მოლაშვილი მის წამებაში ბოკერიას, ადეიშვილსა და გრიგალაშვილს ადანაშაულებს
12:15 29.09.2012
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პატიმრობის დროს მის წამებაში ბოკერიას, ადეიშვილსა და გრიგალაშვილს ადანაშაულებს.

ამის შესახებ მოლაშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საფრანგეთიდან ჩართვის დროს განაცხადა.

„როდესაც ცნობილი დაჭერები დაიწყო, მე არსად გავქცეულვარ. მე წინასწარ გამოვაცხადე მზადყოფნა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებისა. მივედი და პირველივე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანების წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს“- განაცხადა მოლაშვილმა.



ბეჭდვა