„თავისუფალი საქართველო“ „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდება
„თავისუფალი საქართველო“ „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდება
11:25 29.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციას შეუერთდება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოების აქტიურობა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აუცილებელია და მანიფესტაცია გაყალბების მასშტაბების შესამცირებლად ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

ამის გამო პარტიის წევრები და მისი ლიდერები ორივე ქალაქში დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდებიან.

ბეჭდვა