თბილისის ცენტრალურ უბნებში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან კოლმეურნეობის მოედნამდე მონტაჟდება გახმოვანების აპარატურა.
დღევანდელი აქციის გამო ჩაკეტილია რუსთაველის გამზირი და პუშკინის ქუჩა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ქუჩებზე მთლიანად შეზღუდულია.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია დღეს 16:00 საათზე გაიმართება.
თავისუფლების მოედნის მომართულებით მსვლელობა 14:00 საათზე დედაქალაქის ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, დინამოს სტადიონიდან და მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაიწყება.
