საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საპატრულო პოლიციას მოუწოდებს დღეს დაგეგმილ აქციაზე, წესრიგის დაცვა უზრუნველყოს.
ამის შესახებ ბლოკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას დღეს გამართავს. მშვიდობიანი მანიფესტაცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამ, 14:00 საათზე მსვლელობები თბილისის 4 წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, „დინამო-არენას“ სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან დაიწყება.
მანიფესტაციის გამო შეფერხებული იქნება მოძრაობა ცენტრალურ ქუჩებზე, რის გამოც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს
ბოდიშს უხდის.
