საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება.
მისი თქმით, აქციის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, დინამოს სტადიონიდან და მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაიწყება.
ფანჯიკიძის განცხადებით, მსვლელობებს „ქართული ოცნების“ ლიდერები და რაიონების მიხედვით გადანაწილებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.
„აქციის სცენარს არ გაგიმხელთ, მაგრამ სიტყვით ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოვა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ივანიშვილს განცხადებით, აქციაზე სიტყვით მხოლოდ თავად გამოვა და წინასაარჩევნო კამპანიას შევაჯამებ.
