საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 8 წლის წინ საქართველო სულ სხვანაირი ქვეყანა იყო და მისმა ხელისუფლებამ ის უკეთესობისკენ შეცვალა.
როგორც სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე“ წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 8 წლის წინ ქვეყანას „კანონიერი ქურდები“ მართავდნენ, რომელთაც მოსახლეობა დაშინებული ჰყავდათ; პოლიციის თანამშრომლები კი, კორუმპირებულები იყვნენ და ხალხს ყვლეფდნენ.
„მათ მოსახლეობა „ძაღლებს“ ეძახდა. ჩვენ ვთქვით - მოდი, გამოვასწოროთ ეს ვითარება და დღეს ჩვენი პოლიცია არის რეფორმირებული, თანამედროვე, პატივსაცემი სტრუქტურა“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა არ არის ქვეყანაში კრიმინალების და „არამზადების“ დაბრუნების დრო.
„დღეს მეტი რეფორმების დროა“-აღნიშნა სააკაშვილმა.
