სააკაშვილი ქურდებს მოუწოდებს საქართველოში გამოსაფრენი ბილეთები უკან დააბრუნონ
სააკაშვილი ქურდებს მოუწოდებს საქართველოში გამოსაფრენი ბილეთები უკან დააბრუნონ
19:49 28.09.2012
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართა, რომ მათ შეუძლიათ საქართველოში გამოსაფრენი თვითმფრინავის ბილეთები უკან დააბრუნონ, რადგან მათ საქართველოში არავინ ელოდება.
ასე დაიწყო დღეს საღამოს მიხელ სააკაშვილმა ეროვნულ სტადიონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე თავისი გამოსვლა.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე გრანდიოზული შეკრება, სადაც კი ის გამოსულა და სწორედ ამიტომ მას შეუძლია თქვას, რომ საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდებს არავინ ელოდება.

მისი თქმით, საქართველო 1 ოქტომბერს როგორც არასდროს მკაფიო არჩევანის წინაშე დგას, რადგან „ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, განვითარებასა და უკუსვლას შორის“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გასულ კვირას მთელმა საქართველომ იხილა „საშინელი და უპატიებელი დარღვევა“, თუმცა, მისი თქმით, მთავარია, რომ ამას სახელმწიფომ უპასუხა, როგორც „გაზრდილმა, თანამედროვე 21-ე საუკუნის სახელმწიფომ“.

ბეჭდვა