კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ მამას ახუნდი ალი ალიევს უმასპინძლა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებისადმი.
როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებაში
მოსვლის შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანმა იგრძნოს, რომ ეს მისი სამშობლოა, მოხდეს მათი მაქსიმალური ინტეგრაცია, რათა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.
„დღევანდელი ხელისუფლება არავის სცემს პატივს, არც ქართველებს, არც აზერბაიჯანელებს, არც ქისტებს, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ მოვალთ და დავანახებთ, რომ ეს ყველას სამშობლოა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
