უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების მშვიდად ჩატარების მექანიზმებზე იმსჯელა
უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების მშვიდად ჩატარების მექანიზმებზე იმსჯელა
18:24 28.09.2012
უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც არჩევნების დღეს ხმის მიცემის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უზრუნველყოფის მიზნით უნდა გატარდეს.

როგორც სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ 1 ოქტომბერს არჩევნები თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდეს.


ბეჭდვა