„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მასშტაბური შეკრება ეროვნულ სტადიონზე უკვე დაიწყო.
შეხვედრა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გახსნა. იგი მხარდამჭერებს მიესალმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე სამი დღე დარჩა და რამდენიც უნდა ილაპარაკონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ამოიწურა, იგი მაინც გაიმარჯვებს.
„რამდენი სიბინძურეც უნდა თქვან, ჩვენ უშუქო ქვეყანა განათებულ ქვეყანად ვაქციეთ და კორუმპირებული არაკორუმპირებულად“-განაცხადა გაბაშვილმა.
მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ყრილობა შემაჯამებელია.
გოკა გაბაშვილის შემდეგ, მხარდამჭერებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმართა.
მისი თქმით, საქართველომ ურთულესი წლები გამოიარა, ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა და მთავრობა მიაღწევს იმას, რომ საქართველო განვითარდეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მეტი სარგებელი ექნება ხალხს“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მხარდამჭერებს ეროვნულ სტადიონზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიეილ სააკაშვილი.
