ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა იწყება
ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა იწყება
17:30 28.09.2012
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან შეხვედრა იწყება.

ამ დროისთვის ეროვნული სტადიონის ტრიბუნები თითქმის შევსებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის იმერეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სხვა.

სტადიონზე აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ატრიბუტიკით და დროშებით მივიდნენ.

ეროვნულ სტადიონზე მოწყობილია სპეციალური სცენა და ტრიბუნა, საიდანაც პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ.



ბეჭდვა