FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ პრობლემების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს
FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ პრობლემების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს
16:12 28.09.2012
გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებას კოალიცია „ქართული ოცნება“ შეძლებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ს მიაჩნია, რომ პრობლემებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს, 4% - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 3%- სხვა პარტიები, ხოლო 24%-მა არ იცის ან პასუხისგან თავს იკავებს.

კვლევაზე აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ კონკრეტულ გრაფაში აგვისტოსთან შედარებით, 12%-ით გაზრდილია, ხოლო „ნაცმოძრაობის“ 12%-ით შემცირებული.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების პრობლემას „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, 22% - „ნაციონალური მოძრაობა“, 26%-მა კი არ იცის ან არ პასუხობს.

განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებას გამოკითხულთა 54%-ის აზრით „ქართული ოცნება“ შეძლებს, ხოლო 22%-ის აზრით „ნაცმოძრაობა“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ საქართველოს გამთლიანებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, 17% - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 35%-მა არ იცის ან არ უპასუხა.

FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება +/-2,5%-ია.

ბეჭდვა