ლეიბორისტული პარტია მიმართავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დროუალდ დატოვონ პარტიების რიგები.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ოფისებში, არამედ, აქტივისტების ბინებშიც დამონტაჟებული აქვთ ფარული მოსასმენი და ვიდეოაპარატურა, მათი შანტაჟისა და კონტროლის მიზნით.
„მათივე უსაფრთხოების გამო, დროულად უნდა გაეცალონ ამ სიბინძურეს და დადგნენ სიმართლის მხარეს“ - აღნიშნა გუგავამ.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებულმა კომპრომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებას საქმე აქვს „ამორალურ, უზნეო მოძალადეებთან“, რომლებიც მსგავსი მეთოდებით უსწორდებოდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.
