ODIHR - „ნაცმოძრაობამ“ შემოწირულობის სახით 16 მლნ-ზე მეტი, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ - 2 მლნ-ზე მეტი მიიღო
ODIHR - „ნაცმოძრაობამ“ შემოწირულობის სახით 16 მლნ-ზე მეტი, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ - 2 მლნ-ზე მეტი მიიღო
15:43 28.09.2012
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ 1 იანვრიდან 9 აგვისტომდე, ყველა პარტიის და საარჩევნო ბლოკის მისამართით განხორციელებული გამჟღავნებული შემოწირულობების საერთო ოდენობამ 19 მლნ 216 ათას 936 ლარი შეადგენა.

ამის შესახებ მისიის აგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, ანგარიშში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხზე მითითებულია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 748 შემომწირველმა სულ, 16 მლნ 659 ათას 586 ლარი შესწირა. „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს 969 შემომწირველმა სულ, 2 მლნ 400 ათას 257 ლარი შესწირა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალური ინდივიდუალური შემოწირულობა, 60 000 ლარის ოდენობით 89 შემომწირველისგან მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ კი, აღნიშნული ოდენობის თანხა მხოლოდ ორი შემომწირველისგან მიიღო“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ბეჭდვა