FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს
FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს
15:31 28.09.2012
გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.

კითხვაზე - „ვის დაუჭერდით მხარს საპარლამენტო არჩევნებში?“ გამოკითხულთა 25% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 6% „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 4%-მა არ იცის ან პასუხისგან თავს იკავებს.

როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით, 18%-ით შემცირებულია, ხოლო „ქართული ოცნების“ 16%-ით გაზრდილია.

პრეზენტაციისას აღინიშნა ასევე ისიც, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი სავარაუდოდ, ბოლო დღეებში გლდანის მე-8 საპყრობილეში მიმდინარე მოვლენების გამო გაიზარდა.

FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა „დემოკრატიის ფონდმა“ დააფინანსა. ცდომილება +/-2,5%-ია.

ბეჭდვა