თავდგირიძე რუსული მხრიდან სერიოზულ სამხედრო ოპერაციებს არ გამორიცხავს
თავდგირიძე რუსული მხრიდან სერიოზულ სამხედრო ოპერაციებს არ გამორიცხავს
15:50 05.03.2012
პოლიტოლოგი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთან აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს.
როგორც მან "ნიუსპრესს" განუცხადა, პუტინის პრეზიდენტობის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობა არ შეიცვლება.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სამკუთხედი - სირია, ირანი და კავკასია კვლავ რჩება მის პრიორიტეტად, საქართველოსთან ურთიერთობა აგრესიული იქნება. თუმცა, შესაძლოა, რიტორიკა შერბილდეს. ამის ფონზე კი, პროვოკაციები გაიზრდება ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან ახლოს. რუსეთი საქართველოზე პოლიტიკურ და სამხედრო ზეწოლას ეცდება", - განაცხადა თავდგირიძემ.
იგი რუსული მხრიდან სერიოზულ სამხედრო ოპერაციებსაც არ გამორიცხავს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. მასში 63.81%-ით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.

ბეჭდვა