ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, იმ მაუწყებლების უმრავლესობა, რომელთა
მონიტორინგს მისია ახორციელებს, წინასაარჩევნოდ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს.
ამის შესახებ ODIHR-ის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც მისია აცხადებს, მედია ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის ფართოდ გაშუქებით უზრუნველყოფს, თუმცა, მაუწყებლების უმრავლესობა, რომელთა მონიტორინგსაც მისია აწარმოებს, როგორც
ჩანს, საკუთარი ახალი ამბების გამოშვებებში და მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ გადაცემებში მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს.
„ჯერჯერობით, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს
მაყურებლებს საარჩევნო კამპანიის დაბალანსებულ გაშუქებას“ - აღნიშნულია ანგარიშში.
