სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ 100-ზე მეტი ინდივიდუალური შემომწირველის საქმე გამოიძია
და მათგან 68 სასამართლომ დააჯარიმა.
ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 10 ინდივიდუალური შემომწირველის საქმე განიხილა და აქედან 8 დაჯარიმებულია.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი შემომწირველთა დაჯარიმების ასეთი მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ პარტია წინასწარ უხსნის შემომწირველებს, თუ რა ოდენობის შემოწირულობების გაკეთება შეიძლება მათი საგადასახადო დეკლარაციებიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია ანგარიშში.
