ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს დანაშაულებრივის შეფსებას აძლევს.
როგორც ბეგიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულებრივი ქმედებები არცერთ დიქტატორს არ შერჩენია და ისინი მოქალაქეებს ადრე თუ გვიან მმართველობიდან ჩამოუგდიათ.
განცხადების თანახმად, მალე მსგავსი ექსცენტრიული ტირანების სიას საქართველოდან საკუთარი მოსახლეობისთვის მტრადქცეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც შეემატება.
ბეგიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ქვეყნისთვის ტრაგიკულად, ხოლო რეჟიმი კი, ავტორიტარულად შეფასდება.
„ნაციონალური პარტიის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში დანაშაულებრივია. მკვლელობებისთვის, ადამიანების წამებისთვის, დაპატიმრებებისთვის თუ ფართომასშტაბიანი რეპრესიებისთვის მათ პასუხისგება მოუწევთ და სხვა დიქტატორული რეჟიმებივით, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი ბოროტმოქმედებებისთვის შერცხვენილები და გარიყულები მოღვაწეობას ისტორიის სანაგვეებზე დაამთავრებენ“- აცხადებს ბეგიაშვილი.
ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს დიქტატურისგან გამიჯვნისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
