ირაკლი ალასანია აშშ-ს ელჩს შეხვდა
ირაკლი ალასანია აშშ-ს ელჩს შეხვდა
12:14 28.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციაში განუცხადეს, შეხვედრა ზუგდიდში, ალასნაიას საარჩევნო შტაბში შედგა.

ალასანიას პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დახურულ შეხვედრაზე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის საკითხები და ის პრობლემები განიხილეს, რაც აღნიშნულ პროცესში გამოვლინდა.

ბეჭდვა