შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის პორტატული პანდუსები მზადდება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის პორტატული პანდუსები მზადდება
12:10 28.09.2012
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 12 პორტატული პანდუსის დამზადება უზრუნველყო.

პანდუსები კოალიციამ ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე დაამზადა.

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საწარმოში პანდუსების გადაცემას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და ცესკო-ს წარმომადგენელები დაესწრებიან.

ცესკო-ს ინფორმაციით, პანდუსები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გადანაწილდება. ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვასა და რეალიზებას მოემსახურება.

პროექტი „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბეჭდვა